
ლაგოდეხის ორ სოფელში ძლიერი ხანძარია
ლაგოდეხის ორ სოფელში - თელასა და წიფლისწყაროში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია.
ცეცხლის ჩაქრობას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამაშველო-სახანძრო სამსახურთან ერთად, კახეთის სხვა რაიონების სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც ცდილობენ.
ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შეჰყავთ. საერთო ჯამში ცეცხლის ჩაქრობას 100 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
ხანძარი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.
კომენტარი