
თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში დამალული ქართველი ქალი დააკავეს
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე პოლიციამ ორი ქართველი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.
პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია ჩემოდნით მოძრავი მამაკაცი. სამართალდამცავებმა მას ბარგის გახსნა მოსთხოვეს, ჩემოდანში კი ქალი აღმოჩნდა.
თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო.
გამოცემის ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი შემთხვევა სამი დღის წინაც მოხდა, როდესაც თურქეთში უკანონოდ შესვლას ჩემოდანში დამალული კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდა.
კომენტარი