ჰუმანითი ჯორჯიამ დედაქალაქში წინასაახალწლო აქციები გამართა
წინასაახალწლოდ თბილისის რამდენიმე ხალხმრავალ ადგილას და მსხვილ სავაჭრო ცენტრში ახალი ფარმაცევტული ბრენდი „ჰუმანიტი ჯორჯია“ თოვლის ბაბუასთან ერთად საჩუქრებით გამოჩნდა. აქციამ დედაქალაქის მცხოვრებთა და სტუმართა მოწონება დაიმსახურა.
რუსთაველის მეტროსთან ჰუმანითი ცხელი ჩაით და ტკბილეულით უმასპინძლდებდა გამვლელებს.ისთ ფოინთში, გლდანი მოლში, დიღმის გუდვილში და ბუკიას ბაღში კი ჰუმანიტის წარმომადგენლები საახალწლო მუსიკის ქვეშ ბრენდირებულ ბუშტებს და თბილ შარფებს არიგებდნენ საჩუქრად.
ახლახანს, ნიკოლოზობას, ჰუმანითი ჯორჯიამ საქველმოქმედო აქციით ონკოცენტრის მოზარდი პაციენტების ოცნება აახდინა და 16–ვე მათგანს მოახლოებული შობა–ახალი წლის დღესასწაულების აღსანიშნად პერსონალური კომპიუტერი გადასცა საჩუქრად.
არსებული ინფორმაციით ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს საშუალოდ 30%–ით უფრო იაფად შესთავაზებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე უახლოეს მომავალში შემოვა.
ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ასევე დაგეგმილია ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ფარმაცევტული ქარხნის აშენება, EU GDP სტანდარტის ფარმაცევტული სასაწყობო მეურნეობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის საკუთარი ლაბორატორიით და ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 130 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომენტარი