სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ უკრაინელ ტურისტ ქალზე ძალადობისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

თბილისში, 52 წლის ტაქსის მძღოლი, რომელიც უკრაინელ ტურისტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100