სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პუტინი ახალ ხაფანგს ამზადებს" - რას ელოდებიან დიდი რუსული სტუმრიანობის შემდეგ სომხები: კრემლის ტრიოს ერევანში ვიზიტის დეტალები

სომ­ხეთ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, 23 ნო­ემ­ბერს, ОДКБ (კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ჩა­ვი­და, სა­დაც სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი პი­რა­დად დახ­ვდა. რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია წერს, გუ­შინ­ვე ერე­ვან­ში ჩა­ვი­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი, წინა ღა­მეს კი - სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი. სომ­ხუ­რი მე­დი­ის მიერ გვი­ან ღა­მით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დაგ­მო ОДКБ -ს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნა­ზე "ზან­გე­ზუ­რის დე­რეფ­ნის" გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ფა­ში­ნი­ა­ნის თქმით, სომ­ხე­თი მზად არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გახ­სნის­თვის, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდე­გია გახ­სნას “კო­რი­დო­რი”, რო­მელ­ზეც სომ­ხე­თის კი არა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი გავ­რცელ­დე­ბა. "რუ­სე­თი ტე­რო­რის­ტია! მისი ად­გი­ლი სომ­ხეთ­ში არ არის! პუ­ტინ წადი სომ­ხე­თი­დან! რუ­სე­თი მტე­რია! ОДКБ მტე­რია!" ამ­გვა­რი შე­ძა­ხი­ლე­ბი გუ­შინ ერე­ვან­ში მთა­ვარ მო­ე­დან­ზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­წყვე­ტი­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მთა­ვარ მო­ე­დან­ზე სომ­ხე­თის, საფ­რან­გე­თის, ევ­რო­საბ­ჭო­სა და მთი­ან ყა­რა­ბა­ღის დრო­შე­ბით ხელ­ში იდ­გნენ. რა­დიო Азатутюн-ის წერს, რომ პატ­რუ­შე­ვი, ლავ­რო­ვი და პუ­ტი­ნი ერე­ვან­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის ფონ­ზე მა­ინც ჩა­ვიდ­ნენ, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სეთს სომ­ხე­თი სჭირ­დე­ბა, რად­გან სჭირ­დე­ბა გავ­ლე­ნე­ბი და მხარ­და­ჭე­რა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში... ამ ეტაპ­ზე, მხო­ლოდ ის ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა, რა­საც მხა­რე­ე­ბი სა­ჭი­როდ თვლი­ან სა­ჭი­როდ, მაგ­რამ ერთი რამ მა­ინც გა­ირ­კვა - ფა­ში­ნი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, მე­ტიც, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რად­გან "კრემ­ლის ტრი­ომ" მას ფაქ­ტობ­რი­ვად კა­პი­ტუ­ლა­ცი­ა­ზე ხე­ლის მო­წე­რა მოს­თხო­ვა... სომ­ხეთ­ში დიდი რუ­სუ­ლი სტუმ­რი­ა­ნო­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის. რო­გორც ჩანს, რუ­სე­თი საფრ­თხეს გრძნობს - სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის და­კარ­გვის საფრ­თხეს... ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ, ის ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს და იცის, რომ სომ­ხე­თის და­კარ­გვით, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­საც უქ­მნის საფრ­თხეს. გრძნობს, რომ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სუს­ტდე­ბა მისი პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, დათ­მო­ბას და სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას კი არა, ახა­ლი ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვას აპი­რებს და პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი გავ­რცელ­და არ­ცა­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით... "რუ­სეთ­ში იცი­ან, რომ ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ძლი­ერ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა სომ­ხე­თის კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან გას­ვლას ითხოვს. ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზა გა­მო­ი­ნა­ხე­ბა, ყი­ნუ­ლი და­იძ­ვრე­ბა და რუ­სე­თი დო­მი­ნან­ტის როლს და­კარ­გავს. ОДКБ ხომ რუ­სე­თის მიერ დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბლო­კია, რომ­ლის მი­ზა­ნიც ვი­თომ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვაა, ოღონდ ყვე­ლა­ფერს პი­რი­ქით აკე­თებს" - ამ­ბობს სო­მე­ხი ბლო­გე­რი ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში. სომ­ხუ­რი გა­მო­ცე­მა newsarmenia.am-ის ცნო­ბით, 23 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე, ფა­ში­ნი­ან­მა ალი­ან­სის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის ჩა­ვარ­დნა­ზე ისა­უბ­რა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ სომ­ხე­თის წევ­რო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს არ აკა­ვებს. "აქამ­დე ვერ მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­ას სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ... ამას მე სომ­ხე­თის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის მთა­ვარ ჩა­ვარ­დნად მი­ვიჩ­ნევ" - აცხა­დებს ფა­ში­ნი­ა­ნი. პა­სუ­ხად პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ОДКБ-ს პრობ­ლე­მებ­ზე კა­მე­რე­ბის გა­რე­შე უნდა ესა­უბ­რათ. სომ­ხე­ბის მო­საზ­რე­ბით კი, ეს ნიშ­ნავს, რომ პუ­ტი­ნი ისევ აფა­თუ­რებს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცდი­ლობს, სომ­ხე­თის შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში ხე­ლე­ბი აფა­თუ­როს და საჭე მის­თვის სა­სურ­ველ მხა­რეს გა­დას­წი­ოს... რუ­სე­თი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ახალ ხა­ფანგს ამ­ზა­დებს... "პუ­ტი­ნი სომ­ხეთს სტუმ­რობს და იმავდრო­უ­ლად, არ­ცა­ხის პრე­ზი­დენ­ტის არა­იკ არუ­თი­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­ბენ ვარ­და­ნი­ანს გა­დას­ცა. არა­და, არუ­თი­ნი­ან­მა ეს ესაა 6 მი­ნის­ტრი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა... პუ­ტი­ნის ნა­ბი­ჯი ნიშ­ნავს, რომ არ­ცახ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბას რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ოლი­გარ­ქი იღებს ხელ­ში... ტო­ტა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ვარ­და­ნი­ა­ნის­თვის გა­და­ცე­მით რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ იქა­უ­რო­ბას ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ და დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რე­შე სომ­ხე­ბი და­ცუ­ლე­ბი არი­ან... პრო­პა­გან­და უკვე და­წყე­ბუ­ლია - რუ­სე­ბი არ­ცა­ხის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის დათ­მო­ბა­ში და­სავ­ლეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და სტა­ტუს-კვოს პი­რო­ბებ­ში ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას სთა­ვა­ზო­ბენ. პუ­ტი­ნი-ლავ­რო­ვი-პატ­რუ­შე­ვის ტრიო სომ­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­შინ, რო­დე­საც ეს სამი რუსი ჩი­ნოვ­ნი­კი იშ­ვი­ა­თად და­დი­ან ერ­თად, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სომ­ხე­თი მათ მნიშ­ვნე­ლო­ვან გეგ­მებ­ში შე­დის... რუ­სე­თი ახალ ხა­ფანგს ამ­ზა­დებს. ამი­ტომ ჩა­ვი­და პუ­ტი­ნი სომ­ხეთ­ში" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ანა­ლი­ტი­კო­სი რაფი პა­პა­ზი­ა­ნი. სო­მე­ხი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ეს 2020 წლის ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე, 44-დღი­ა­ნი ომის შემ­დეგ, პუ­ტი­ნის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია სომ­ხეთ­ში... ის, რომ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის უხვი სტუმ­რი­ა­ნო­ბი­თაც ჩანს. სო­ცი­ო­ლო­გი კა­რეს სარ­გსი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო თვე­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თაც გარ­შე­მო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­მო­იკ­რი­ბეს, ერთი იდე­ით გა­ერ­თი­ან­დნენ - სომ­ხე­თი გა­ვი­დეს რუ­სე­თის გავ­ლე­ნი­დან. "ჩვენ უნდა დავ­ტო­ვოთ ОДКБ. ამ პრო­ცე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვა სომ­ხეთ­მა უნდა და­ი­წყოს და არ უნდა და­ე­ლო­დოს, ორ­გა­ნი­ზა­ცია რო­დის და­იშ­ლე­ბა. ძა­ლი­ან ძვირს გა­და­ვიხ­დით, თუ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში დავ­რჩე­ბით. სომ­ხეთ­მა თა­ვის მო­ტყუ­ე­ბის პო­ლი­ტი­კა უნდა შე­წყვი­ტოს, ასე­ვე უნდა შე­ვი­წყვი­ტოთ რუ­სეთ­თან იმ პუნ­ქტე­ბის ხელ­მო­წე­რა, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ზღუ­დავს" - ამ­ბობს კა­რეს სარ­გსი­ა­ნი. პო­ლი­ტო­ლოგ რუ­ბენ მეჰ­რა­ბი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ალი­ე­ვი ცდე­ბა თა­ვის შე­ფა­სე­ბა­ში რო­დე­საც ამ­ბობს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს ОДКБ-ში, ვიდ­რე სომ­ხეთს, სი­ნამ­დვი­ლე­ში სომ­ხეთს არა­ნა­ი­რი მე­გობ­რე­ბი არ ჰყავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და არც შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს, თუ იმას არ ჩავ­თვლით, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა სომ­ხე­თის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იცი­ან და "ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლას ამი­ტო­მაც რის­კა­ვენ". "სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სომ­ხე­თის მთა­ვა­რი საფრ­თხეა. არც ერთი მას­ში შე­მა­ვა­ლი არ აპი­რებს სომ­ხე­თის პრობ­ლე­მის დახ­მა­რე­ბას, რად­გან მათი ინ­ტე­რე­სე­ბის მის მოგ­ვა­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა... ამი­ტომ სომ­ხეთ­მა ОДКБ უნდა და­ტო­ვოს" - ამ­ბობს მეჰ­რა­ბი­ა­ნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100