ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში კორონავირუსით 70 ადამიანი დაინფიცირდა
გერმანიის ქალაქ სანქტ-ავგუსტინში მდებარე ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში კორონავირუსით 70 ადამიანი დაინფიცრდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ყველა ინფიცირებული იზოლირებულია. მათ უმრავლესობას სიმპტომები არა აქვს ან სუსტადაა გამოხატული. ტესტირება 300 ადამიანს ჩაუტარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
კომენტარი