6 წლის ბიჭუნას დედა სასტიკად სცემდა, კბენდა და აწამებდა - წყალდიდობის შემდეგ ბინაში შესულ მეზობლებს საზარელი სურათი დახვდათ (ფოტო)
საზარელი და გამაოგნებელი ამბავი მოხდა ნოვოროსისკში. დატბორილ ბინაში ნანახმა 6 წლის ბიჭუნამ ყველა შოკში ჩააგდო. ბავშვს მთელს სახესა და სხეულზე მრავალჯერადი სისხლჩაქცევები და ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ისე იყო ნაცემი რომ იატაკიდანაც ვერ დგებოდა.
მეზობლების ინფორმაციით, მათ ხშირად ესმოდან ბავშვის ტირილის ხმა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
წინასწარი მონაცემებით, ექვსი წლის ბიჭმა არ იცის როგორ გამოიყენოს კოვზი და ჭიქა და ეშინია წყლის.
მამა ცოლის უცნაურობის გამო სახლიდან გაიქცა და ამის შემდეგ დაწყებულა ტრაგედია.
ქალი არ მუშაობს. ცხოვრობს ნათესავების, მეგობრების და ყოფილი მეუღლის დახმარებით. ბინაში ჩვეულებრივი ჭურჭელიც კი არ აქვს და საჭმლის მომზადებაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.
მეზობლები მათ ბინაში მაშინ შევიდნენ, როდესაც მეზობელმა ზემოდან წყალი ჩაუშვა და ბინა დაიტბორა. სწორედ ამ დროს შეესწრნენ ისინი ამ საზარელ სურათს.
დედა ამბობს, რომ ბავშვი უბრალოდ დაეცა და ცემას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, ბავშვის განზრახ წამების მუხლით.
ექვსი წლის ბიჭს სისხლჩაქცევების გარდა, სხეულზე ნაკბენების კვალიც ჰქონდა. მაცხოვრებლების განცხადებით, როგორც ჩანს დედა შვილს სასტიკად სცემდა. მეზეობლების თქმით, მათ ბავშვის ეზოში ჩასული არასოდეს უნახავთ.
რომ არა სახლის დატბორვა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს მოუწევდა ბიჭუნას ასეთ წამებაში ცხოვრება. ბავშვი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, დედის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი