თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში დღეს კონკურსის "ვკითხულობთ რუსთაველს" დასკვნითი ტური გაიმართება
ღონისძიებაში თბილისის 22 საჯარო სკოლისა და საქართველოს რაიონების მოსწავლეები და პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას.
დასკვნითი ტური ნომინანტებს I, II, III ხარისხის გამარჯვებულებს "მხატვრული კითხვის", "თავისუფალი ხედვის", "სახელმწიფო ენის ფლობის" ნომინაციებში, შემოქმედებითი მინი-პროექტების ”ჰანგები ვეფხისტყაოსანში", "მხატვრული თვალით დანახული ვეფხისტყაოსანი", "გეოგრაფიული გარემო და პოემა ვეფხისტყაოსანი” და სხვა შეარჩევს.
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულიაა.
ღონისძიებას პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე დაესწრება.
ცნობისთვის, პროექტი "ვკითხულობთ რუსთაველს" თბილისის 24-ე საჯარო სკოლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის რუსთველოლოგიის კვლევის ცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროექტის მიზანს რუსთაველის პოემისადმი 21-ე საუკუნის მოსწავლე-ახალგაზრდობის გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მარადიული სულიერი კავშირის შეცნობა წარმოადგენს.
კომენტარი