სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმის მიცემის პროცედურა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო

2012 წლის 1 ოქტომბერი, 8:00 საათი - საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ბლოკი გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

ამომრჩეველმა არჩევანი 16 პოლიტიკურ სუბიექტს შორის უნდა გააკეთოს. საქართველოს მოქალაქეობა წელს მე-8 მოწვევის საკანონმდებოლო ორგანოს ოთხი წლის ვადით აირჩევს. პარლამენტი 150 დეპუტატით დაკომპლექტდება, მათ შორის 73 მაჟორიტარი იქნება, 77 კი პროპორციული სისტემით არჩეული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია და 2 პოლიტიკური ბლოკი მონაწილეობს. საარჩევნო სუბიექტებმა 5 პროცენტიანი ზღვარი უნდა გადალახონ.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, საქართველოში არჩევნებში 3 613 851 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100