სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სპეცრაზმელს, რომელმაც მოქალაქეს სასტიკად სცემა

პროკურატურამ სპეცრაზმელს, რომელმაც მოქალაქეს სცემა ბრალდება წარუდგინა. უწყება ამბობს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა", - წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. იხილეთ:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100