სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად კუპრავას ნათესავს, სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ გული წაუვიდა - რა ხდება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში (ვიდეო)

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ კუპრავას ნათესავ ქალბატონს გული წაუვიდა - ვიდეო კადრები ჩვენმა კორესპონდენტმა შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში მოგვაწოდა.




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100