ნევის ფსკერზე ტანკ КВ-1–ს მიაგნეს
მდინარე ნევის ფსკერზე, 1941 წელს ჩაძირული ტანკი КВ-1 აღმოაჩინეს. ამის შესახებ, ცალკეული სპეციალური დანიშნულების სამძებრო ბატალიონის მეთაურმა, ვლადიმერ მანსუროვმა განაცხადა. უახლოეს მომავალში, აკვლანგისტები, მდინარის ფსკერს გამოიკვლევენ და გადაწყევეტენ ამოიყვანონ თუ არა ტანკი ზედაპირზე.
მძიმე ტანკი КВ-1, რომელსაც ასე კლიმ ვოროშილოვის პატივსაცემად დაარქვეს, ძირითადად მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა. ტანკს ძალიან ძლიერი ჯავშანი აქვს, ამიტომ გერმანელებმა მათი უმრავლესობის განადგურება ვერ შეძლეს. ასეთი ტანკი, 2007 წელს, ერთხელ უკვე ამოიყვანეს ნევის ფსკერიდან.
სწორედ ასეთი ტანკით გაანადგურა ზინოვია კოლობანოვამ 1941 წლის 18 აგვისტოს 22 გერმანული ტანკი, ხოლო სხვადასხვა დროს სულ 43 ტანკი, მეექვსე სატანკო დივიზიიდან. ეს ამ დივიზიის შემადგენლობის 20 %–ს წარმოადგენდა.
კომენტარი