სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გამოიძახეს სასწრაფო პატიმართა წამებაში ბრალდებულების სასამართლო სხდომაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულების წინა სასამართლო სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულების - ბორის ფარულავასა და ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, დაცვის ქვეშ მყოფი ბორის ფარულავა, ასევე ლევან ფხალაძე, რომლებიც ე.წ. ბასტის და ბუბუს ზედმეტსახელით არიან ცნობილი, მშრალ შიმშილობაზე იმყოფებიან სასამართლო პროცესზე დაუძლურებულები მიიყვანეს.
ლალი აფციაურის თქმით, ორივე ბრალდებული მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმრები არიან და, აქედან გამომდინარე, მშრალი შიმშილობა აქვთ გამოცხადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100