რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ სააკაშვილს და გვარამიას - ომბუდცმენობის კანდიდატი
რამდენად გაითვალისწინებს ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კრიტიკას ნინო ლომჯარიასადმი, რომ 1 წელში მიხეილ სააკაშვილი 6-ჯერ მოინახულა? - ეს კითხვა დაუსვა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატს ქეთევან ჩაჩავას დეპუტატმა ნატო ჩხეიძიემ.
რაზეც ქეთევან ჩაჩავამ პირდაპირ და მტკიცედ განაცხადა, რომ ვისაც საჭიროდ ჩავთვლი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოინახულებს პატიმრებს პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასაც.
„სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი ფუნქცია პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგია. რა თქმა უნდა, ყველგან, სადაც საჭირო იქნება სახალხო დამცველი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, მათ შორის ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნებისმიერი სხვა.
არცერთი სახალხო დამცველის შეფასებებში არ შევდივარ, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, პენიტენციურ დაწესებულებებთან მქონია შეხება და მინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველს და მის აპარატს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ინტერაქცია. ამიტომ, ჩემთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატს ქეთევან ჩაჩავას უსმენენ.
კომენტარი