გორგია ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელმა გორგიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. კომპანიამ გადაწყვიტა ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ამის შესახებ გორგიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გუშინ დაწერა. „ბათუმის ტრაგედია ყველამ ძალიან განვიცადეთ. თითოეული ჩვენგანი ვიაზრებთ, რომ ის დანაკარგი, რომლითაც 8 ოქტომბერმა თავი დაგვამახსოვრა, ვერაფრით ანაზღაურდება. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ“, – ვკითხულობთ მის ფეისბუკპოსტში.
კომენტარი