სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მედიცინის სასწაულად“ მონათლული უახლესი სამედიცინო მიღწევა

მედიცინის მორიგი სასწაული. თურქეთის მოქალაქეს 22 წლის დერი სერტს 2012 წლის აგვისტოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს. მაშინ ექიმი ომენ ოზკანი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, ირწმუნებოდა, რომ გოგონა ბავშვის გაჩენას შეძლებდა, მაგრამ მისი სიტყვები ბევრისთვის დაუჯერებელი იყო.

თუმცა საშვილოსნოს გადანერგვიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ, 2013 წლის აპრილში დერი დაორსულდა. აღნიშნულ შემთხვევას უკვე უწოდეს „მედიცინის სასწაული“ რადგან დერი სერტი პირველი ქალბატონი გახლავთ, რომელიც საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ დაორსულდა.

22 წლის დერის ორსულობა ათასობით უშვილო ქალისთვის იმედისმიმცემი ფაქტი გახლავთ, რადგან „მედიცინის სასწაულად“ მონათლული სამედიცინო მიღწევა, მათ დედობის შანსს მისცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100