ფიშერი: ქვეყანა, რომელიც არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ვერ შემოუერთდება ევროკავშირს
ევროკავშირისთვის შემოერთება ნებაყოფლობითი საკითხია, არავინაა იძულებული და ვალდებული ეს გააკეთოს - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ელჩმა ისაუბრა რუსულ კანონზეც და თქვა, რომ ის ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამისობაშია.
ფიშერმა საქართელოს გადამწყვეტ არჩევნებზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება და ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ვერ შემოუერთდება ევროკავშირს.
ევროკავშირისთვის შემოერთება ნებაყოფლობითი საკითხია, არავინაა იძულებული და ვალდებული ეს გააკეთოს, საქართველომ მიმართა ევროკავშირს და ჩვენ მზად ვართ, თუ მოშორდებით და გადაუხვევთ ევროკავშირის გზას, თქვენ ვერ გახდებით წევრი ქვეყანა.
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამისობაშია. ასეთი კანონით თქვენ ვერ შემოუერთდებით ევროკაშირს. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პოლიტიკა, რა ტიპის კანონებს ვიღებთ. თუ გინდათ, გახდეთ ჩვენი წევრობა, ნიშნავს, რომ უნდა ეთანხმებოდეთ ევროკავშირის პრინციპებს და იღებდეთ ევროკავშირის შესაბამის კანონს. არ ასრულებ, არ ხარ წევრი, ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ქვეყანა რომელიც არ ჩაატარებს თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, ასევე ვერ შემოუერთდება ევროკავშირს", - განაცხადა ფიშერმა.
კომენტარი