სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოჩა ენუქიძე: ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის

მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის რაიონის ცხრა სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ამჯერად ჟახუნდერის, ლამფალაშის, ლეკოსანდის, ლემზაგორის, ლუჯის, შებეცის, სასაშის, ჩუკულისა და ხერიას სოფლების მაცხოვრებლებს სტუმრობდა. კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და სამომავლოდ ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან, არ მიატოვებენ კუთხეს, არ დაიცლება სოფლები. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს, სწრაფი განვითარებაა ჩვენი პრიორიტეტი. დაბრუნებული ახალგაზრდობა გაამრავლებს ამ მხარეს, მთაში ცხოვრება კომფორტული იქნება ქალაქელისთვისაც. ამ ეკოლოგიურად სუფთა მხარეში ბევრი თანამედროვე სახლი, სასტუმრო და საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდება ხალხი, შეიქმნება დოვლათი და ადამიანები შეძლებენ სრულფასოვან ყოფას“, -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ამასთან, გოჩა ენუქიძემ სოფელ სასაში, გმირ ემზარ ონიანის საფლავს პატივი მიაგო.

“საქართველოს გადაარჩენს ასეთი გმირები, მათ პატივი უნდა მიაგოს თითოეულმა ჩვენთაგანმა. ასეთი გმირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ მათ მოგვიყვანეს აქამდე. მადლობა ჩვენს გმირებს! მადლობა ემზარ ონიანს მისი ღვაწლისათვის, იმ თავგანწირვისთვის, ბევრი სხვა ვაჟკაცი რომ იხსნა ბრმა ტყვიისაგან“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100