ამერიკელმა მამაკაცმა ვებ-კამერის წინ მუცელში „გლოკი“ დაიხალა (ვიდეო)
ამერიკელმა მამაკაცმა, რომელმაც ჯავშანჟილეტი შეიძინა, მისი გამოცდა ერთობ უჩვეულო ფორმით გადაწყვიტა: იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სანდოა მსგავსი ჯავშანჟილეტები და რამდენად შეუძლია მას მფლობელის სიცოცხლის დაცვა, მან „გლოკის“ ტყვია ვებ-კამერის წინ დაიხალა მუცელში. სანამ ჩახმახს გამოჰკრავდა, მამაკაცი, სავარაუდოდ, ცოტა ხანს ფიქრობდა, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მისი მოქმედება.
საბედნიეროდ, ჯავშანჟილეტმა ტყვია სხეულისკენ არ გაატარა, თუმცა, ტყვიის მოხვედრამ, როგორც ჩანს, მამაკაცისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
კომენტარი