სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა - ჟურნალისტ ეკატერინე ტოგონიძის გამოსამშვიდობებლი წერილი ქმარს

43 წლის ასაკ­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე, მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"უშე­ნოდ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. პირ­ველ პირ­ში ფიქ­რს დიდი ხა­ნია გა­და­ვეჩ­ვიე. ჩემი ყვე­ლა ფიქ­რი მე­ო­რე პირ­შია და ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ეს არის ყო­ველ­წა­მი­ე­რი და უწყვე­ტი ფიქ­რი, რო­გორც არ­სე­ბო­ბა, რო­გორც სუნ­თქვა. სუნ­თქვა იმ ერ­თა­დერ­თის­თვის, რომ­ლის გვერ­დზე დგო­მაც იყო პა­ტი­ვი. რად­გან ის არის ყვე­ლა­ზე სუფ­თა, კე­თი­ლი სული, ვი­საც ოდეს­მე შევ­ხვედ­რი­ვარ. იმა­ზე დიდი და ღირ­სე­უ­ლი, ვიდ­რე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ი­ტი­ოს.

ვერც ხალ­ხის, ვერც ცრემ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ვერ გა­მო­ხა­ტავს, ვერ და­ე­წე­ვა, ვერ ამო­ავ­სებს უძი­რო ორ­მოს გულ­ში. ზუს­ტად ვიცი, რამ­დენს გა­მო­გე­ცა­ლათ საყ­რდე­ნი და რო­გო­რი შე­უც­ვლე­ლია ის უშ­რე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც რატი წლებ­თან ერ­თად სულ უფრო მე­ტად გას­ცემ­და. ამას აკე­თებ­და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად, რა­ტი­სე­ბუ­რად. ასე რომ, მოს­ვლის გა­რე­შე შე­გიძ­ლი­ათ უპა­სუ­ხოთ სიყ­ვა­რუ­ლით. გა­უფრ­თხილ­დეთ სა­კუ­თარ თავს და ერ­თმა­ნეთს. ისე­დაც ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი...

შეხ­ვედ­რამ­დე ჩემო ერ­თა­დერ­თო. მად­ლო­ბა, რომ მე ამირ­ჩიე. შეხ­ვედ­რამ­დე" - წერს ტო­გო­ნი­ძე. კო­მენ­ტა­რებ­ში მწე­რალს მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი უსამ­ძიმ­რე­ბენ.

რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი" იყო, ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის VI და VII მოწ­ვე­ვის წევ­რი გახ­ლდათ. ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, გლიობლასტომას ებრძოდა. დარ­ჩა მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100