სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: აშშ–ს ელჩს არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს...

ნინო ბურჯანაძე აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ თუ აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ "სახალხო კრება" ძალადობრივი გზით აპირებდა ხელისუფლების შეცვლას, მას არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს.

"ელჩების განცხადებებს ყოველთვის პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდები. თუ ბატონმა ბასმა თქვა რომ "სახალხო კრება" ხელისუფლების შეცვალს ძალადობრივი გზით აპირებდა, ამისთვის მას კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს. ეს არის ცილისწამება დემოკრატიული ოპოზიციის მიმართ თუ მართლა გააკეთა ასეთი განცხადებები ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუშლის აშშ-სა და საქართველოს შემდგომ ურთიერთობას", - განაცხადა ბურჯანაძმე.

იგი ასევე დასძენს, რომ ჯონ ბასს რომ მოეცადა იმისთვის, რომ კრების წევრებს შეხვედროდა, უფრო სწორ ინფორმაციას მიიღებდა ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100