სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ინდონეზიის აღმოსავლეთით სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. "ლენტა რუ"-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟი წევრი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი MA- 60 პაპუას სანაპიროსთან ახლოს ზღავში ჩავარდა.

თვითმფრინავს დასაჯდომ ბილიკამდე 500 მეტრი ქონდა დარჩენილი, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ხილვადობას ართულებდა.

თვითმფრინავის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. 6 ეკიპაჟის წევრი და 21 მგზავრი, რომელთა შორის 3 ბავშვი იყო. თვითმფრინავი ქალაქ სორონგოდან კაიმანის ოლქში, პაპუას აღმოსავლეთ პროვინციაში მიფრინავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100