საქართველოში პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა
2013 წლის I კვარტალის მონაცემებით, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პატიმართა რაოდენობა 56,2 %-ით არის შემცირებული.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის I კვარტალის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობა - 10 491 დაფიქსირდა, მაშინ როცა 2012 წლის I კვარტალის ბოლო მათი რაოდენობა 23 969 შეადგენდა.
"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რამაც განაპირობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. 2013 წლის I კვარტალის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა 10491 დაფიქსირდა, რაც 2012 წლის I კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (23969) შედარებით 13478 (56.2%-ით) ერთეულით შემცირდა", - აცხადებენ სამინისტროში.
კომენტარი