სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საშინელებაა, ჩვენ მას ვერც კი დავემშვიდობეთ" - ოჯახი და მეგობრები პოლიციის დახმარებით ეძებდნენ, 29 წლის გოგონა კი ამ დროს კორონავირუსით საავადმყოფოში კვდებოდა

”მთელი ამ ხნის განმავლობაში მას სამსახური არ მიუტოვებია” - 29 წლის გოგონას ისტორია, რომელიც ნოვოსიბირსკში კოროვირუსით დაიღუპა

29 წლის ნადეჟდამ აპრილის ბოლოს თავი ცუდად იგრძნო - სიცხე, ხველა, სუნთვქის უმნიშვნელო უკმარისობა. იმავე დღეს მან ექიმს დაურეკა. მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და სახლში მკურნალობა დაიწყეს.

”მთელი ამ ხნის განმავლობაში მას სამსახური არ მიუტოვებია",- ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.ნადეჟდა მუშაობდა ოპერატორად სატრანსპორტო კომპანიაში.

30 აპრილს გოგონამ გაცილებით უარესად იგრძნო თავი და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამის შესახებ მეგობრებმა არ იცოდნენ.

”დედამისი ძალიან ავად არის, მას არ შეუძლია ლაპარაკი. შესაძლოა, მას სიკვდილის შესახებ კიდევაც აცნობეს, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით,” - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

ბოლოს ახლობლემა ოფიციალური თხოვნით მიმართეს პოლიციას, და მხოლოდ პოლიციის წყალობით შეიტყვეს, რომ მათი მეგობარი გარდაიცვალა კორონავირუსისგან.
ნადეჟდას კორონავირუსის დიაგნოზი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაუსვეს.

”ეს საშინელებაა, ჩვენ ვერც კი დავემშვიდობებით მას”. - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100