მეცნიერებმა კოშმარებისა და ეროტიული სიზმრების გამომწვევი მიზეზი დაადგინეს
რატომ გვესიზმრება კოშმარები და რატომ მოდის ჩვენს სიზმრებში ეროტიული სცენები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჰონკონგის უნივერსიტეტის სომნოლოგებმა სცადეს და ორივე კითხვას ერთი საერთო პასუხი აღმოაჩნდა. სიზმრები დამოკიდებულია სხეულის იმ პოზაზე რომელ პოზაშიც გძინავთ.
დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუცელზე წოლა უყვართ ხშირად ესიზმრებათ კოშმარები და ეროტიული სიზმრები. მეცნიერთა განმარტებით მუცელზე დაწოლილ ადამიანს სუნთქვა უჭირს, რის გამოც ტვინში უსიამოვნო სურათები ან ეროტიული სცენები ჩნდება.
ჰონკონკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა 670 ადამიანზე.
კომენტარი