სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლა სიჯიუტე და საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასება წამგებიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტივად დათმოთ პოზიციები, იმოქმედეთ ფრთხილად, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

კურო

ყოველგვარ გაუგებრობებს იოლად მოაგვარებთ, როგორც სამსახურში, ასევე ახლობლებთან, გულწრფელი, გულახდილი საუბრით არა მარტო ტვირთს მოიცილებთ მხრებიდან, არამედ სწორადაც გაგიგებენ, ეს კი კარგად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.

ტყუპები

დღეს სასურველია შეამციროთ კომუნიკაციები, მსმენელის როლი მოირგეთ. ნუ გასცემთ თქვენს გეგმებს, სხვებისგან გაგებას ნაკლებად ელოდეთ. იმოქმედეთ რაციონალურად და დაკვირვებულად.

კირჩხიბი

პირად საკითხებთან ან სამსახურეობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეთ. როგორც არ უნდა ეცადოთ ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.

ლომი

მთელი დრო სჯობს გარემო სივრცისა და ირგვლივ ატმოსფეროს მოწესრიგებას მიუძღვნათ, უფრო რთული იქნება თქვენი გეგმებისა და აზრების სათანადოდ სისტემაში მოყვანა. აი მერე კი მოიცლით საქმეებისთვის.

ქალწული

წარმატებული და შედეგიანი იქნება თქვენი გადადგმული ნაბიჯები სტატუსის განმტკიცების მიზნით. პრაქტიკულად ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრი შეგიძლიათ გამარჯვებით დააგვირგვინოთ.

სასწორი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, დაკავდით ჩვეული საქმიანობით, გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება და ზოგადად სირთულეების გადაწყვეტა სამომავლოდ უფრო მარტივად წარიმართება.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა იდეებს, თქვენი გამჭრიახობა დაგეხმარებათ სწრაფად და ზუსტად მოახდინოთ ორიენტირება ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი და იპოვოთ საუკეთესო გზა პრობლემების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი

მოაწესრიგეთ ანგარიშები და ფინანსური საკითხები, თქვენი სიფრთხილე ერთი მხრივ აგაცილებთ უსარგებლო ხარჯებსა და დანაკარგებს, მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამოგეპაროთ, ამიტომ იყავით ყურადღებით.

თხის რქა

დღეს შესაძლოა დაუგეგმავი საქმეები გამოჩნდეს, რომელსაც ბრწყინვალედ გაართმევთ თავს და ფინანსურ წახალისებასაც მიიღებთ, თქვენი თავდადებული შრომა დაფასდება. მიღებული შედეგები მართლაც შთამბეჭდავი და თვალსაჩინოა ყველასთვის.

მერწყული

დღეს არაფერი გამოგეპარებათ, ამჩნევთ მნიშვნელოვან დეტალებს და შეგიძლიათ ჩაწვდეთ სიღრმისეულად ყველა საკითხს, რითიც შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივმყოფებზე. ეცადეთ სიტუაციის სწორი ანალიზი გააკეთო და სამართლიანად იმოქმედეთ.

თევზები

მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ახალ წამოწყებებს, ხელშეკრულებების დადებას, დიდ ფინანსურ ხარჯებს. სერიზული საკითხების გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიტანეთ, რათა თავიდა აიცილოთ გართულებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100