სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარკუს მეტრეველი მოდის სამყაროში მწვერვალებს იპყრობს - დიზაინერის წარმატებული ჩვენება ბერლინში

მარკუს მეტრეველმა თავისი კოლექციის ჩვენება ბერლინში მოაწყო, დრონი.ჯი ულოცავს მას ასეთ წარმატებას. მარკუსის ჩვენებას იქაური პოლიტ- ელიტის და ხელოვანი ადამიანები ესწრებოდნენ და წარდგენილმა ნამუშევრებმა მათგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

მარკუსი დრონი.ჯი-ს ბერლინურ ისტორიებს უყვება.

- მარკუს, პირველ რიგში მინდა მოგილოცო ეს წარმატება. შენ ბერლინში გქონდა ჩვენება მოგვიყევი ამის შესახებ. რა ემოცია გამოიწვია ამ ყველაფერმა შენში?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, თქვენი ეს ყურადღება და დაფასება ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია. რაც შეეხება ბერლინურ ვოიაჟებს, 21 მარტს ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდი ბერლინში მე და თინათინ მაღალაშვილი (არაჩვეულებრივი ადამიანი და დიზაიერი) რუსა მაკოვსკის მიერ, ჩემი კოლექციის ჩვენება გაიმართა გალერეა MAKOWSK-ში. გალერეა მაკოვსკი არის საგამოფენო სივრცე, სადაც მსოფლიოში აღიარებული მხატვრების ტილოებია გამოფენილი. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა ჩემს კოლექციაში ნაჩვენები იყო შემოდგომა ზამთრის უნისექს კოლექცია , მიმართულება პრეტაპორტე დე ლუქსი. საღამოს სტუმრობდნენ შოუ-ბიზნესის ცხნობილი სახეები, ასევე სტუმრები პოლ-ელიტიდან. საღამო იყო საქველმოქმედო და გაყიდული კოსტუმების თანხა გადაერიცხა რუმინელ ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს.

- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შენს ჩვენებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, მხატვერები და სხვა გამოჩენილი ადამიანები. რა შეფასება გაუკეთდა შენს კოლექცია?

- როგორც აღვნიშნე, ჩემს ჩვენებას ესწრებოდნენ ძალიან საინტერესო სტუმრები, ძალიან გულთბილი შეფასება დაიმსახურა ჩემმა კოლექციამ, ასევე ჩემმა პერსონამ, რამაც ძალიან გამახარა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. ნამდვილად საამაყოა, როდესაც ცენტრალური ევროპის დედაქალაქიდან, როგორიც არის ბერლინი, კარლ ლაგელფერდის ქალაქიდან მესმოდა ჩემი მიმართულებით ისეთი შეფასებები, რამაც მოლოდის გადააჭარბა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო იმ მოდის სფეროში შესასვლელად, რასაც დიდი ხანი ვგეგმავდი და ვფიქრობდი, რომ, როდესღაც აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა. მიხარია, რომ პირველი ჩვენება ბერლინში შედგა, ისტორიულად ჩვეთვის მეგობარ ქალაქში და ქვეყანაში...

- საქართველოში თუ გეგმავ ჩვენების გაკეთებას უახლოეს მომავალში, ან სხვა ქვეყანაში?

- საქართველო? ყველა ჩემი ემოცია, ფიქრი, სულიერი და ემოციური ხარჯვა საქართველოს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საქართველოში ვგეგმავ ჩვენებას, ამის დრო მალე მოვა, ამაზეც ვმუშაობ, დროის ფაქტორია უბრალოდ. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, აქ უფრო დიდი გამოწვევებია და ჩემთვის უფრო მომგებიანია ფინანსურად ამ ეტაპისთვის . მაქვს არაჩვეულებრივი შემოთავაზებები უფლის წყალობით, რაც ძალიან მახარებს და მმატებს მოტივაციას რომ არ მოვდუნდე.

- რამდენად ხელმისაწვდომი ფასები აქვს შენს ნაუშევრებს და როგორ არის შესაძლებელი ამ ყველაფრის შეძენა?

- რაც შეეხება ფასებს, ვერ დაგიმალავთ და ფასები არის მაღალი, იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს ხარისხი, შესაბამისად ხარისხი მსოფლიოში ფასობს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია სამწუხაროდ ის ფაქტი, რომ ნაკლებად აფასებენ ხელოვნებას და დიზაინერების ქმნილებებს. რასაკვირველია, მინდა, რომ ფასები დავარეგულირო და ჩემი სამოსი ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მსურველისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩემი კოლექცია არის უნისექს ფორმატის დაპრეტაპორტე დე ლუქსი, ამიტომ ეს ოდნავ ძვირადღირებულია, ვიდრე ყოველდღიური „ქეჟუალ“ სამოსი. ფასები ლავირებს დიზაინის და მატერიის სიძვირფასის ფონზე.

ასევე მინდა ექსკლუზიურად გითხრათ ის გასახარი ფაქტი, რომ დასრულდა თუ არა ჩვენი ჩვენება ბერლინში, ოფიციალური მიწვევა მივიღეთ BERLINI FASHION HALL-იდან. ივლისში წარვადგენ ბერლინის მოდის კვირეულზე ჩემს ახალ კოლექციას, ჩემი ბრენდი წარადგენს ART fashion by MAKOWSKI, აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რუსა მაკოვსკის მიწვევისთვის და დაფასებისთვის, ყველაფერი საუკეთესო წინ არის ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100