24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაითვალისწინეთ, წარმატება ელით აქტიურ და ენერგიულ ადამიანებს. პირადი ცხოვრება რომანტიკული და ჰარმონიული გაქვთ.
კურო
საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.
ტყუპი
დღეს სასიამოვნო საქმიანობას სასარგებლოც უნდა შეუთავსოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. საღამოს შინაურულ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
მეტად დაუგდეთ ყური ახლობლების რჩევას, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ.
ლომი
გავლენიანი ადამიანები თქვენთან დამეგობრებაზე ოცნებობენ. თუმცა, წარმატებულმა კარიერამ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.
ქალწული
საინტერესო იდეები ჩაინიშნეთ და ორშაბათიდან განახორციელეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
სასწორი
დღეს აქტიური ხართ, მაგრამ საქმეების პარალელურად დაისვენეთ ხოლმე. საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას მშვიდად უნდა შეხვდეთ.
მორიელი
წარმატებული დღე გელით. გარშემო მყოფები კომპლიმენტებითა და ქებით აგავსებენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით. იყავით მეტად აქტიური და მობილიზებული. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს მოგიწყობთ.
თხის რქა
მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გვერდით. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
წარმატებას გარშემო მყოფების დახმარების გარეშე მიაღწევთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი გელით.
თევზები
დღევანდელი დღე დღესასწაულად მოგეჩვენებათ. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და თქვენი სიტყვა ყველასთვის მნიშვნელოვანი გახდება.
კომენტარი