ჩეჩნეთში რუსი პოლიციელი მოკლეს
ჩეჩნეთში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებსა და პოლიციელებს შორის მომხდარ შეტაკებაში ერთი პოლიციელი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბანდდაჯგუფება ტყიან მასივში იქნა აღმოჩენილი. მათ პოლიციელები და ასევე შინაგანი ჯარის ნაწილები დაედევნენ. გაისხნა ცეცხლი, რომლის შედეგად ერთი თანამშრომელი მოკლეს და შვიდი დაჭრეს", - იუწყება რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა ტყიან მასივში მიმალვა შეძლეს თუმცა მათი სავარაუდო ადგილსამყოფელი ამჟამად ალყაშია და ჯგუფის წევრების ლიკვიდაციისათვის სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება.
კომენტარი