სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შეიკავეთ. შინაგანი უწონასწორობა არასწორ დასკვნებამდე მიგიყვანთ. მოერიდეთ თანამშრომლებთან კამათს.

კურო – დღის უმეტესი ნაწილი მეორე ნახევარსა და ოჯახს დაუთმეთ. საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება დაჭირდებათ. გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით ალერსიანი და დამთმობი. თუ კერძო ბიზნესს ფლობთ, საქამიანი გარიგებებისათვის ცუდი დღეა.

ტყუპები – კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. დაგეგმეთ შვებულება, სად წახვალთ და ვისთან ერთად. შეუფერებელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისათვის. სასიყვარულო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ.

კირჩხიბი – იმისათვის, რომ არ დაარღვიოთ ოჯახური, ან ცოლ–ქმრული ბალანსი, იყავით თავაზიანი და პრობლემების მოგვარება მშვიდობიანი გზით ცადეთ. არ არის გამორიცხული, რომ საიდუმლო მოკავშირის, მეგობრის, ნათესავის, ან კარგი ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდეთ.

ლომი – დღეს სასიამოვნო საუბრისა და ფსიქოლოგიური კომფორტისაკენ სწრაფვა გაიზრდება. წინ მოულოდნელი შეხვედრები გელოდებათ. შესაძლოა, განსაცვიფრებელი სიახლე მოისმინოთ, ან ფორსმაჟორული სიტუაციის მონაწილე გახდეთ.

ქალწული – დღეს დიდი ხნის წინ დაპირებულ პრემიას, ან ბონუსს მიიღებთ. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. თუმცა, ამ სფეროში სტაბილურობას ნუ დაელოდებით. მატერიალური კეთილდღეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

სასწორი – დიდი ალბათობაა, რომ დღეს სხვების უსამართლობამ გული გატკინოთ. შეეცადეთ განასხვავოთ თქვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთისაგან.

მორიელი – მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ დაკისრებულ მოვალეობებს. კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევებს მეგობრებს დაეკითხებით.

მშვილდოსანი – დღევანდელი ნეგატიური განწყობა სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანთ. გახსოვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ.

თხის რქა – გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე დროებით უარი თქვით და საქმეს მიხედეთ. გამოიჩინეთ კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. სამსახურში სერიოზულ და საპასუხისმგებლო დავალების შესრულებას მოგთხოვენ

მერწყული – როგორც ვარსკვლავები ამბობენ, ზოგიერთი მეგობრის მიმართ ზედმეტი სიმპათია გაგიჩნდებათ. შეეცადეთ საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედოთ და ისე გააანალიზოთ თქვენი ქმედებები.

თევზები – კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის. დღეს სხვების კარნახის გარეშე მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ. პატივი ეცით და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც გენდობიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100