სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯაბა იოსელიანის საფლავის "მთხრელი" „დრონი.ჯი“-ს მეშვეობით ვინაობას დაასახელებს

პიროვნება, რომელმაც 6 იანვარს დიდუბის პანთეონში, ჯაბა იოსელიანის საფლავზე ე.წ. თბილისის ომის ამსახველი ფოტოები და საველე ნიჩაბი დატოვა, უახლოეს დღეებში საკუთარი ვინაობის დასახელებას გეგმავს, - ამის შესახებ მან „დრონი.ჯი“-ს შეატყობინა და დაამატა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და რამდენიმე დღეში „დრონი.ჯი“-ს ვიდეოკადრებს მიაწვდის.

როგორც აღნიშნავს, ვიდეოზე თვითონ იქნება დაფიქსირებული და, მისი სიტყვებით, „ჯაბა იოსელიანის საფლავზე ჩატარებული პოლიტიკური აქციის“ შესახებ ისაუბრებს. მისი განცხადებით, მზად არის, პასუხი აგოს საკუთარ საქციელზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდეოში კი იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც 6 იანვარს ჩადენილ აქტამდე მიიყვანა.

დამატებით დეტალებს „დრონი.ჯი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100