სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ყველაფერი ვიცით, გავასაჯაროებთ...ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ" - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის შესახებ ყველაფერი იცის. როგორც გვარამია აცხადებს, ტელეკომპანია დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.

,,ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.

ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება. დროებით, ხვალამდე", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100