სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 ახალი პაციენტიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი კარანტინიდანაა - მარინა ეზუგბაია

4 ახალი პაციენტიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი კარანტინიდანაა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, ბოლო პერიოდი შიდა გადაცემის შემთხვევები ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, თუმცა იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები აღარ იქნება არასერიოზულია.
ეზუგბაიამ საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება რა თქმა უნდა, არასერიოზული განცხადება იქნება, რადგან ჩვენ გარშემო ქვეყნები რა დღეში არიან, კარგად ვხედავთ. ჩვენთან არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ, უნდა დავიცვათ რეგულაციები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100