ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საქართველოში 60 ათასამდე ადამიანმა სამსახური და შემოსავალი დაკარგა
ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, საშუალოდ, 60 ათასამდე ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური და შესაბამისად, შემოსავალიც.
ეს ადამიანები ძირითადად კერძო სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან დღიურ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ.
მაგალითად: ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, ბაზრობებზე დასაქმებულები, წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ
თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა ეს ციფრი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რადგან კრიზისი ელოდება მსხვილ ბიზნეს-კომპანიებსაც.
სიტუაციას ამძიმებს ისიც რომ ღრმა ეკონომიკური ფონისა და პანდემიის პარალელურად, ძვირდება ცხოვრება: ფასები იმატებს პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე. უფასურდება ლარი.
სამაგიეროდ, კვლავ იგივე რჩება საწვავის ფასი.
კერძოდ: მიუხედავად იმისა რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე, თითქმის 25 დოლრამდე დაეცა, ბენზინგასამართი სადგულები კვლავ ძველ - მაღალ ფასს ინარჩუნებენ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის წინ პოსტი ნიკა მელიამაც გამოაქვეყნა.
კომენტარი