იტალიიდან დაბრუნებულ ქალს, რომელიც საეჭვო სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული კორონავირუსი არ დაუდასტურდა
40 წლამდე ქალს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და მაღალი სიცხით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
პაციენტი 2 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი, მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კომენტარი