სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა არც საქართველოდან მიდის და არც რუსთაველის თეატრიდან

რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ განცხადება თავად რეჟისორმა, მისი სპექტაკლის – ”ნადირობის სეზონის” დღევანდელი საპრემიერო ჩვენების შემდეგ გააკეთა.

“შემეძლო წავსულიყავი მოსკოვში, ლონდონში, მაგრამ ვერ დავტოვებ ჩემს მეგობრებს, რომლებთანაც 50 წელი გავატარე”, – განაცხადა სტურუამ.

მისივე თქმით, საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანების შედეგად გაათავისუფლეს.

ნიკა რურუას განცხადებით, სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული “ეთნიკური მეტაფორების” გამო გათავისუფლდა.

“სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყებენდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს”, – განაცხადა რურუამ.

რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ რობერ სტურუამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა ის ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე მისაღები „Et Cetera“-ს შეთავაზება იყო.

"დრონი ჯი" კი კომენტარის გარეშე შეგახსენებთ რობერტ სტურუას ინტერვიუს ფრაგმენტს ციტირების სახით. ეს სიტყვები რეჟისორმა 7 სექტემბერს, მედიაკავშირ "ობიექტივის" ეთერში განაცხადა: "გმირი არ ვარ, ადამიანი ვარ, თავისუფალი ადამიანი. ჩემს თავს პატივი ხომ უნდა ვცე. რაღაც ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სინდისთან არ ლაგდება. ეს იმას ჰგავს, როცა ეარშიყები ქალწულს, მოხდა აქტი და მერე ეუბნები - წადი, შე კახპა. ჩემი იქ დაბრუნება იქნება კახპად დაბრუნება..."

გამოყენებულია "ნიუსლაინ.ჯი"–ს ინფორმაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100