სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაბინძურებული წყალი და შეცდომაში შეყვანილი აბონენტები - ქობულეთის მოსახლეობა შველას ითხოვს

დრონი.ჯი-ს რედაქციაში მოვიდა წერილი, რომელშიც ქობულეთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი დაბინძურებული ჭაობიანი სასმელი წყლის შესახებ გვიყვება. როგორც გაირკვა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსახლეობას უსუფთაო წყალი მიეწოდება. პირველ ჯერზე წყალკანალმა უსიამოვნო სუნი და გემო წყლის გაფილტრვისას ქლორის გადამეტებულ რაოდენობას დააბრალა, ამჯერად კი აცხადებენ, რომ ტექნოლოგიური სარემონტო სამუშაოების გამო ხდება წყლის დაბინძურება, თუმცა მოსახლეობამ გაარკვია ის, რომ ქობულეთის ბიუჯეტის არამიზნობრივად გამოყენებისა და ამჟამად უსასხრობის გამო წყლის გაფილტრვისას ქლორის ნაცვლად დაბალფასიან უხარისხო ხსნარებს იყენებენ და მაცხოვრებლები შეცდომაში შეჰყავთ. ადგილობრივი მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჩვენი რესპოდენტი გვწერს, არ გადაიხდიან წყლის გადასახადს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100