სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Itv.ge-ს წამყვანი ავარიაში მოყვა

ინტერნეტ ტელევიზია Itv.ge-ს წამყვანი ავარიაში მოყვა. მარიამ ქობულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხეს შეეჯახა. ის ამჟამად "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე კი ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა:

"არის რაღაცეები რის შემდეგაც აღარაფერი აღარ არის და თუ არის მე გასწრებთ ყველას ამის გარკვევაში. შეიძლება ვეღარ შეგეხმიანოთ ვერასდროს, ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენგანს, ნაცნობს თუ უცნობს მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. გიყვარდეთ ერთმანეთი ეს ყველაზე დაუმარცხებელი რამ არის. რაც არ უნდა მოხდეს იცოდეთ, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც და ასევე თავის სიმართლე, ეს ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა, მაპატიეთ ვისაც რამეში ვერ დაგიდექით სათანადოთ და ვერ დაგეხმარეთ ისე, როგორც საჭირო იყო. არიან ადამიანები, რომლის ღირსებაც სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია. ბევრი რამის თქმა მინდოდა თქვენთვის, მაგრამ ვეღარ ვასწრებ...
პატივისცემით მარიამ ქობულია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100