სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში Express Bank-ის კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

თბილისი, 17 დეკემბერი, 2015 – Express Bank ყველაზე მარტივი ბანკი, განაგრძობს საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას. დღეს, თბილისში კიდევ ერთი ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს ნავთლუღის ქუჩაზე 8 ნომერში („ისანი მოლის“ ტერიტორიაზე) მოემსახურება. Express Bank-ის სერვისცენტრში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express კრედიტით და Express ანაბრით.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 110-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღებია, ადვილი გამოსაყნებელი და ხელმისაწვდომი. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 110-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100