სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იცით რა აკლია საქართველოს მოსახლეობას რომ იყოს ნორმალური ამომრჩეველი?

აშშ-ში მცხოვრები ქართველი პოეტი ზურა სალუქვაძე მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“იცით რა აკლია საქართველოს მოსახლეობას რომ იყოს ნორმალური ამომრჩეველი? (რაც თავისთავად იმას ნიშნავს რომ გავხდეთ მაგარი ქვეყანა) პირველ რიგში ის რომ არ არსებობს ამ ძლიერი მონიტორინგი იმისა რომ ცრუპენტელა და ქოსატყუილა პოლიტიკოსების ტყუილები, ცრუ ბრალდებები და ცრუ დაპირებები საჯარო გახადოს. მეორე ის რომ ნებისმიერი მთავრობის მიერ დაჩაგრული კაცის ჭირი ღობეს ჩხირია (ყოველშემთხვევაში მმართველობის პირველი ნახევარი ზუსტად ასეა)

მესამე ის რომ ყოველთვის მესიას ველოდებით და სულ გვგონია რომ უნდა გადავრჩეთ და ხან ედუარდი, მიშა, ხან ბიძინა მართალი და ა.შ. "ღმერთისგან მოვლენილი ანგელოზები" არიან ის ერთადერთი ადამიანები ვინც ამას შესძლებენ და ეს სირაქლემობა გრძლდება სამარდჟამოდ.

კიდევ ის რომ რაც არ უნდა ვიძახოთ რომ განათლებული ერი ვართ, გარწმუნებთ რომ თანამედროვე გინდა პოლიტიკურ და გინდა ეკონომიკურ წყობაზე საქართველოს მოსახლეობის დიდ პროცენტს წარმოდგენაარ აქვს და სწორედ ამოტომაც არის ძალიან ადვილი ქართული ელექტორატის დაბოლება ( აი მაგალითად ის რომ ჩაი და ბორჯომი არჩენს საქართველოს და მსგავსი Bullshit-ები. ყველაზე ახალი და ცინცხალი დაბოლება 100 ქარხანა და ბენზინიდან მოპარული 1 ლარია

მოკლედ კიდევ ბევრი რამეა რასაც პოლიტიკოსები უსინდისოდ კადრულობენ მხოლოდ იმიტომ რომ თბილად იჯდნენ სავარძლებში და ნოდარ Fucking ხადურივით ჭამონ ბიუჯეტი კომფორტულად.

ეს ყველაფერი იდეალურად გასდიოდა წინის წინა მთავრობასაც, წინა მთავრობასაც და ამ ძვირფას მთავრობასაც რომელიც ეხლა გვყვავს ბატონი ბიძინა დიდი მართალის თავკაცობით.... და ამ ყველაფრის მიზეზი არის მხოლოდ ის რომ საზოგადოებას არ ქვს მართალი ინფორმაცია, რამეთუ ჩვენს ქვეყანაში ტყუილი მოსულა რადგან აქ ტყუილს ადვილად იჯერებენ” – წერს სალუქვაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100