სად და რა ვითარებაში დააკავეს მაღალჩინოსნები?
წუხელ გვიან ღამით მერიის თანამშრომელთა დაკავება განხორციელდა. თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე გვიან ღამით "ბუდა ბარში" დააკავეს. ალავიძე მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. დაკავების კადრები ალავიძის ახლობლებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. ალავიძეს სამართალდამცავებმა ბრალი ადგილზე წაუყენეს და მისი უფლებები გააცნეს. შემდეგ კი საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს.
ალავიძის მსგავსად ბრალი ადგილზე განემარტა თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელსაც. ლექსო თაბუაშვილი სამართალდამცავებმა მერიასთან აიყვანეს.
მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე კი საკუთარ სახლში დააკავეს. ყიფიანის ქუჩაზე სამართალდამცავები ღამის
10 საათზე მივიდნენ. ჩხეიძის დედა
ამბობს, რომ ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისგან განმარტებას ითხოვდა, თუ რატომ აკავებდნენ ერთ დღეში მის შვილს
უკვე მეორედ, თუმცა ბინაში შესვლის საშუალებაც არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც
7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის
შესახებ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გვიან ღამით
გააკეთა.
დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი, დიმიტრი ჩხეიძე მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმის გამოძიება გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი,
თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება. საგამოძიებო სამსახური საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს დღეს
გააკეთებს.
კომენტარი