ალასანია წლების წინ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმესთან კავშირშია?
რა ბრალდებას უყენებს გიგი კალანდაძე თავდაცვის მოქმედ მინისტრს - გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ალასანიას საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი გვარი წლების წინ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმესთან კავშირში ფიგურირებს.
კალანდაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი ალასანია მას დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა.
გიგი კალანდაძემ ასევე განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს და გენშტაბის ყოფილი უფროსი მზად არის, მოწმის სახით პასუხი გასცეს შეკითხვებს ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საპარლამენტო კომისიასაც, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში შეიქმნება.
რეკომენდაცია ლაფანყურის სპეცოპერაციის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად პარლამენტს სახალხო დამცველმა მისცა.
კომენტარი