ხანდაზმული წყვილის ქორწილი ერთ-ერთის 100 წლის იუბილეზე
აშშ-ში ბოლო დროს გახშირებული ხანდაზმული წყვილების ქორწილები არავის უკვირს, მაგრამ ამ რიტუალმა მაინც მიიპყრო არამარტო აშშ-ის, სრულიად სამყაროს ინტერნეტსივრცის ყურადღება:
კენტუკის შტატში 100 წლის დანა ჯექსონმა და 87 წლის უსინათლო მამაკაცმა ბილ შტრაუსმა ყველანაირი წესების დაცვით იქორწინეს. პირველად ისინი ერთმანეთს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩატარებისას შეხვდნენ.
ქორწილი დანას 100 წლის იუბილეს დაემთხვა. ცერემონიალზე ერთი კურიოზიც მოხდა: სანამ მღვდელი რიტუალს დაასრულებდა და წყვილს მიმართავდა სიტყვებით: „შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს“, მოხუცებმა „ბაგე ბაგეს შეაწებეს“.
კომენტარი