სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა, რომელიც გუშინ შვილმა ვაზისუბანში მოკლა, გაეროს კონსულტანტი იყო

ვაზისუბანში შვილის მიერ მოკლული მამაკაცი ბრატისლავას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი, ზაზა ბეროზაშვილია.

ბეროზაშვილი საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე მიწვეული ტრენერი იყო და საჯარო ლექციებს ატარებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაზისუბანში ერთ-ერთი კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს.

პირველადი ვერსიით, გარდაცვალება ხანძარს დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100