შეხვედრა მედალოსან ოლიმპიელებთან
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდა.
რიოს ოლიმპიადაზე აჭარიდან 6 სპოსტსმენი საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, მათ შორის კი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ ვარლამ ლიპარტელიანს (ვერცხლის მედალი) - ძიუდოში, შმაგი ბოლქვაძეს - ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში (ბრინჯაოს მედალი) და ირაკლი თურმანიძეს - ძალოსნობაში (ბრინჯაოს მედალი). საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენის „სპორტის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ვერცხლის მედალოსან ვარლამ ლიპარტელიანს გადაეცემა 15 000 ლარი, ხოლო მწვრთნელს სოლომონ ფეიქრიშვილს - 4 500 ლარი, ბრინჯაოს მედალოსნებს ირაკლი თურმანიძეს - 10 000 ლარი, ხოლო მწვრთნელს აბესალომ ბასილაიას 3 000 ლარი, შმაგი ბოლქვაძეს - 10 000 ლარი, ხოლო მწვრთნელს ავთანდილ აბულაძეს - 3 000 ლარი.
კომენტარი