სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იემენის ტვ-ში დებატების დროს ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა იარაღი დააძრო (ვიდეო)

იემენის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მომხდარი სკანდალი სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა: ერთ-ერთი ტელედებატების დროს წამყვანისგან მარცხნივ მჯდომმა პოლიტიკოსმა, რომელმაც ოპონენტის მხრიდან კრიტიკა ვერ აიტანა, ჯერ წამყვანს მისი სტუდიიდან გაძევება მოსთხოვა, მერე კი ფეხსაცმელი გაიხადა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ესროლა. ეს უკანასკნელი სტუდიის მაგიდას აეფარა, რის შემდეგაც განრისხებულმა ოპონენტმა, არ მეტი, არც ნაკლები, იარაღი იძრო და გადაცემის მონაწილეს მიეჭრა. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა ყოველივე, რომ არა წამყვანის აქტიური გამშველებლის როლში ყოფნა...

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100