საგადასახადომ „ელიტ-ელექტრონიქსი“ რამდნეიმე მილიონით დააჯარიმა
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელიტ–ელექტრონიქსს“ საგადასახადო სამსახურმა რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა დააკისრა.
ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, „ელიტ ელეტქტრონიქსის“ ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებისას საგადასახადომ დარღვევები 2007 წლის საქმიანობაში აღმოაჩინა. ამ პერიოდში კომპანიას ჯერ კიდევ ანზორ ქოქოლაძის მენეჯმენტი მართავდა. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ „ელიტ ელექტორნიქსს“ სახელმწიფოს მიმართ დავალიანება ჯერ კიდევ 2007 წლიდან გაუჩნდა, როდესაც კომპანიას ბანკებთან მიმართებაში ჯერ კიდევ არ ჰქონდა პრობლემები დაწყებული. თუმცა, როგორც ჩანს, ანზორ ქოქოლაძის და მმართველი გუნდის მიერ უკვე ხდებოდა გარკვეული დარღვევები, რის გამოც ახლახან, დღევანდელმა საგადასახადო ორგანომ მას ჯარიმები დააკისრა. ჩვენი ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსი“ საგადასახადოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რადგან კომპანია ამჟამად რეაბილიტაციის რეჟიმში იმყოფება და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მასზე ჯარიმები არ უნდა გავრცელდეს.
კომენტარი