სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ჯაფარიძე - ქართველი ხალხი პოლიტიკურ ურჩხულს დაამარცხებს

დღეს, 30 ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" აბაშაში 31-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. აბაშაში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით გამოვიდა „ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და თბილისის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე.

„30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, კომუნისტური წყობის სახით, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი. მაშინ ჩვენ ურჩხული დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა დღემდე ვერ შევძელით გათავისუფლება დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსაც თავს გვახვევენ მატყუარა პოლიტიკოსები. დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ვიყოთ დამარცხებული ქვეყანა, ისე, თითქოს არ შეგვიძლია, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. ამიტომ დღევანდელი მმართველი გუნდი, როგორც პოლიტიკური ურჩხული, ისევ გვყავს დასამარცხებელი" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ღიად გეტყვით, რომ საზოგადოებას მისი პარტიული და პოლიტიკური გემოვნებით არ ვყოფ და არ ვარჩევ, ჩვენ დღეს ყველას ერთი პრობლემა გვაქვს, სწორედ ამიტომ დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, უბნიდან უბანში და სოფლიდან სოფელში. პირადად ვესაუბრები ადამიანებს, ვისმენ მათ დაგროვილ პრობლემებს, ხედვებს და სურვილებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება იქნება უარის თქმა "ქართული ოცნების" ცრუ დაპირებებზე და ტყუილზე აგებულ პოლიტიკაზე. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება დიდი ცვლილებები და „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის დინამიური ცვლილებების ავანგარდში იქნება - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, "მე არ მოვდივარ პოლიტიკაში ფუჭი დაპირებებისთვის. მე მოვდივარ იმისთვის, რომ დავიხარჯო ამ ქვეყნისთვის“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100