გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავეს
შემოგვიერთდით - ხელმოწერების შეგროვება დაიწყო!
„გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საკრებულოს, მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სწორედ, სახელმწიფომ
უნდა უზრუნველყოს
პაციენტების
მკურნალობის
და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება, ” - ნათქვამია
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების განცხადებაში.
მკურნალობის
ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შემუშავებულია პაციენტების
მიერ და ხელმოწერების შეგროვა უკვე დაიწყო! პეტიციის მიზანს, საქართველოში გაფანტული სკლეროზით მქონე პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გამოქვეყნებული
შედეგები მკურნალობის
ხელშეწყობის თხოვნით
ჯანდაცვის სამინისტროს,
თბილისის მერიასა და საკრებულოს
გადაეგზავნებათ.
შეგახსენებთ, რომ გაფანტული
სკლეროზის მქონე
ადამიანების მხარდაჭერის მიზნით,
გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით
მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით,
„ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“. კამპანიის
მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
კომენტარი