სამძებრო სამუშაოები მტკვარზე - მყვინთავები მდინარეში გადამხტარი ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას ცდილობენ
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს მაშველები დღეს განაახლებენ.
მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას შეეცდებიან, რომელიც სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.
მისი მტკვარში გადახტომის შესახებ შეტყობინება 112-ს მოქალაქემ მიაწოდა. სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი